Home
Category
TV Live Menu

ბილ გეითსმა აფრიკის განვითარებისთვის 5 მილიარდი დოლარი გამოყო

578dca9f63039
BM.GE
19.07.16 10:14
1141
ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა ბილ გეითსმა აფრიკის განვითარებისთვის 5 მილიარდი დოლარი გამოყო. ინვესტიცია, რომელსაც ტექნოლოგიური მაგნატი საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან ახორციელებს, ხუთწლიან პროგრამაზე განაწილდება.

როგორც ბილ გეითსმა აღნიშნა, თანხის ორი მესამედი აფრიკაში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას დაეთმობა. ყველაზე მეტად შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობაზე იმუშავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბილ და მირანდა გეითსის ფონდს ამ დრომდე აფრიკაში უკვე 9 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი. "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, ბილ გეითსის ქონება 76 მილიარდი დოლარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day