Home
Category
TV Live Menu

"ბილაინმა" ტენდერში დისკვალიფიკაციის შესახებ შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

58946d6fb5ee3
BM.GE
03.02.17 15:43
1267
კომპანია "ბილაინმა" სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში დისკვალიფიკაციის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოქმი გაასაჩივრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა განუცხადა, მათ შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება კომპანიის დისკვალიფიკაციის შესახებ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"მიგვაჩნია, რომ იურიდიულად ტენდერში დაფიქსირებულ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, მათ შორის, მოთხოვნას 3G ქსელის ნაწილში, რომლის გამოც, შესყიდვების სააგენტომ დისკვალიფიკაცია მოგვცა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი, რადგან ტენდერის პირობა დავაკმაყოფილეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატენდერო კომისიაში საბუთებს არ შევიტანდით", - განაცხადა გიორგი ტყეშელაშვილმა.

როგორც ცნობილია, შპს „მობიტელმა“ („ბილაინი“) სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა და შპს „მობიტელის“ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოხდა.

თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამცნო, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

IPN

Subscribe to our news

Get the main news of the day