კულტურის სამინიტროში დაფინანსების მისაღებად პრომოუტერებს ბილეთების განთავსებას tkt.ge-ზე სთხოვენ,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია Biletebi.ge-ს დამფუძნებელმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, არაერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პრომოუტერს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად არაფორმალური პირობა დაუდეს, რომ ბილეთები განთავსდეს კონკრეტულ საიტზე, რომლის დამფუძნებელიც კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის გარემოცვაა.
"არაერთი პრომოუტერისგან მსმენია, რომ როდესაც შეაქვთ განაცხადი დაფინანსებაზე კულტურის სამინისტროში, ყოველთვის არაფორმალურად არის პირობა, რომ ბილეთები უნდა განათავსოს tkt.ge-ზე. ადამიანები, რომელბიც აკეთებენ პროექტებს კულტურის სამინისტროში, სერიოზულად ლობირებენ ამ საიტს. ზოგი ბედავს და უარს ამბობს, ზოგი თანხმდება ამ პირობას",- აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი.