„ბილიკიდან მაგისტრალამდე“ - როგორ უნდა გაიზარდოს შუა დერეფნის პოტენციალი?
BM.GE
20.01.23 16:39
• 120
შუა დერეფნის დატვირთვა ჩრდილოეთის დერეფნის ჩაკეტვის გამო გაზრდილია, თუმცა იმისთვის, რათა ამ მარშრუტმა მდგრადი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, ის კომერციულად მიმზიდველი უნდა იყოს - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკური ფორუმზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილეობდნენ. რა პოტენციალი აქვს შუა დერეფანს და რა არის საჭირო, რომ დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისება მოხდეს?