ფრენების აღდგენის პარალელურად ბინების დღიურად გაქირავებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად ძველ ნიშნულს უბრუნდება. კომპანიებში, რომლებიც ქვეყანაში ბინების დღიურად გაქირავებას უწყობს ხელს აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ეკონომიკის ნაწილობრივი გახსნა და ტურისტის შემოსვლა უკვე იგრძნობა. დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ ტურიზმზეც.