ბიოპროდუქტების მწარმოებელი კომპანია hipp საქართველოში მიწის მოძიებას კვლავ ვერ ახერხებს
ბიოპროდუქტების მწარმოებელი კომპანია HIPP საქართველოში მიწის მოძიებას კვლავ ვერ ახერხებს. კომპანიის წარმომადგენლის ვასილ ახვლედიანის განცხადებით, HIPP კვლავ ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის მოძიებას.მისი თქმით, ჯერ ვერ მოხერხდა მათთვის საინტერესო ტერიტორიის მოძიება, მაგრამ კვლავ მიმდინაორეობს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისში საქართველოში HIPP-ის აქციონერი შტაფენ ჰიპი იმყოფებოდა და სწორედ მაშინ აღინიშნა, რომ ის საქართველოში ინვესტიციის გაფართოებას გეგმავს.