Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება - რა მოლოდინი აქვთ ქართველ ტრეიდერებს?

BM.GE
04.11.22 17:04
162
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე საწვავის ფასები იზრდება, კერძოდ, გასულ 24 საათში ნავთობის ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 97 დოლარს აღწევს, ხოლო WTI Crude-ის ფასი 90 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის მარკის ნავთობის ღირებულება 77 დოლარს აჭარბებს. ნავთობის გაძვირება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. საუდის არაბეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრიტიკულადაა გაზრდილი ირანის მიერ სარაკეტო შეტევის განხორციელების რისკები, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, არაბეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტები იქნება. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ბენზინის ტიპის საწვავი ბოლო თვეების განმავლობაში დღემდე 1 ლარით და მეტითაც გაიაფდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, დღეს ნავთობპროდუქტების იმპორტის 50% უკვე რუსეთიდან შემოდის და ეს ბაზარი კომპანიებისთვის ბენზინის შემოტანის ძირითადი ბაზარი გახდა, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით ფასთა სხვაობა საკმაოდ დიდია. რა მოლოდინებია ნავთობის ბაზარზე?

სტუმარი: გიორგი კაპანაძე - ნავთობპროდუქტების ტრეიდერი, ექსპერტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day