ბიტკოინის ფასი ახალ მწვერვალზეა. მან მისი არსებობის ისტორიაში 4,000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. მანამდე, 5 აგვისტოსთვის კრიპტოვალუტის ღირებულების რეკორდული მაჩვენებელი 3,200 აშშ დოლარი იყო, ხოლო 10-12 აგვისტოსთვის მისი ფასი 3,800-3,900 აშშ დოლარს მიუახლოვდა. ამ დროისთვის ბიტკოინის ერთი ერთეულის ფასი 4,191 აშშ დოლარია, ხოლო მისი კაპიტალიზაცია 67,73 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
როგორც CNBC აღნიშნავს, ბიტკოინის ფასის აღმასვლის ერთ-ერთი მიზეზი იაპონურ ბაზარზე მისდამი ინტერესის მკვეთრი ზრდაა. ბოლო პერიოდში იაპონიაში მნიშნელოვან გარიგებებს ბიტკოინით ახორციელებენ.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრიპტოვალუტის ფასმა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ბარიერი გადალახა და მისმა ფასმა 1000 აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-ის უფროსმა ანალიტიკოსის შება ჯაფარის წინასწარმეტყველებით, ბიტკოინის ფასი მალე 4,000 აშშ დოლარს მიაღწევდა. Kaiser Report-ის წამყვანი კი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინის ფასი მალე 5,000 აშშ დოლარი გახდება.