Home
Category
TV Live Menu

Bitfurry ჯგუფის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

5a535b790e84d
BM.GE
08.01.18 15:50
1833
Bitfurry ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი განცხადებას ავრცელებს. ეფრემ ურუმაშვილი პასუხობს განცხადებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დენის ტარიფი ბიტკოინის ქარხნის გამო გაიზარდა, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.

ეფრემ ურუმაშვილი აღნიშნავს, რომ ოპერირების დაწყებიდან დღემდე კომპანიას არანაირი შეღავათით და პრივილეგიით არ უსარგებლია და ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა. კომპანია აპირებს შესაბამისი ქვითრებიც გამოქვეყნოს.

„Bitfurry ჯგუფი თვლის საჭიროდ გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ სრულიად უსაფუძლო განცხადებებს. არ დავმალავ, განსაკუთრებით გულსატკენია ამგვარი განცხადებების მოსმენა პოლიტიკოსებისგან, რომელთაც ინტელექტზე აქვთ პრეტენზია, თუმცა, საშობაო პერიოდია და გვესმის ყველაფერი.

მსურს ღიად დავაფიქსირო ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია Bitfurry, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ა(თითქმის 1 მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით “თანაინვესტირების ფონდიდან”,რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა “საქართველოს ბანკისგან”(BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში.

ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად,საქართველოში “ბიტფიური ჯგუფი” ფლობს მაინინგის ცენტრებს, თუმცა, პოლიტიკოსებს შეეძლოთ მოეკითხათ და მიიღებდნენ ინფორმაციას, რომ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება(იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის(გლდანის რაიონში მდებარე)თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.

რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებენ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი: აქაც მთელი პასუხისგებლობით მსურს განვაცხადო,რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პროვილეგიით ან შეღავათით და ამის დასტურად, ამ კვირის ბოლომდე კომპანია “ბიტფიური” გამოაქვეყნებს ყველა გადახდის (იანვრის და დეკემბრის მდგომარეობით) ქვითრებს,რომლითაც ყოველთვიურად ხდება ანგარიშსწორება(კომუნალური გადახდები) ელექტრონერგიის საფასურზე,რითაც ბოლო მოეღება სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს რაიმე ტიპის ეკონომიკურ შეღავათებზე საქართველოში.
მეტიც,“ბიტფიური ჯგუფმა” იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან განახორციელა ბლოქჩეინში საკუთრების რეგისტრაციის მსოფლიოში პირველი უპრეცედენტო პროექტი,რომელიც რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა, რაც სრულიად უსასყიდლოდ მოხდა კომპანიის მხრიდან. პროექტის უპრეცედენტო მასშტაბებზე და საქართველოზე, როგორც უმთავრეს ნოვატორ ქვეყანაზე ბლოქჩეინში სახელმწიფო სერვისების განთავსებით მთელი 2017 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა პუბლიკაციები და მზადდებოდა ანალიტიკა მსოფლიოს ისეთ აღიარებულ გამოცემებში,როგორიცაა Financial Times, Forbes, Nasdaq, The Economist და სხვები. განსაკუთრებით მსურს ავღნიშნო, რომ ბიტფიურის მიერ განხორციელებული ეს პროექტი საქართველოს სახელმწიფო საჯარო რეესტრთან(NAPR) ერთად გახდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ინტერესის საგანი, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი უნივიერსიტეტის სტუდენტები გაეცნობიან”,- აცხადებს ეფრემ ურუმაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day