Reuters-ის ინფორმაციით, ბიტკოინ ბირჟების მესამედი 2009-2015 წლებში კიბერ თავდასხმის მსხვერპლი იყო. სააგენტომ ინფორმაცია კომერციული მეცნერებების სკოლის მეცნიერ-პროფესორის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძელზე გამოაქვეყნა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს არის პირველი მსგავსი კვლევა კრიპტოვალუტების ბირჟაზე. ამავე დროს, Privacy Rights Clearinghouse-ის მონაცემებით, 2009-2015 წლების პერიოდში კიბერთავდასხმების მსხვერპლი ამერიკული 6 000 ბანკიდან მხოლოდ 67 იყო. საფონდო ბირჟები კიბერთავდასხმების მსხვერპლი უფრო ხშირად არიან. ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის და მსოფლიო საფონდო ბირჟების ფედერაციის ინფორმაციით, რომელიც 3 წლის წინ გამოქვეყნდა, აჩვენებს რომ გამოკვლეული 46 ბირჟიდან ნახევარი ხაკერული თავდასხმის მსხვერპლი იყო.