ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 2 100 დოლარს აღემატება. განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა ვირტუალურ ვალუტაზე კვირას ღამით და ორშაბათს დილით დაფიქსირდა. როგორც Bloomberg წერს, ორშაბათს კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა გამოიწვია აშშ დოლარის დასუსტებამ და სიახლემ, რომ Peach პირველი იაპონური ავიაკომპანიაა, რომელის ბიტკოინს დაუშვებს.
ბიტკოინის ფასმა ზრდა განსაკუთრებულად მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიამ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ბიტკოინი ქვეყანაში გადახდის ლეგალური მეთოდი გახდება.
ბიტკოინის ფასი მხოლოდ მიმდინარე წელს 125%-ით გაიზარდა.