ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ 1029 დოლარამდე გაიზარდა, რაც სამ წლიანი მაქსიმუმია. CoinDesk data-ს მიხედვით, ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად ორშაბათს გაიზარდა.
ჯამში გასულ წელს კრიპტოვალუტის ფასი გაორმაგდა, - 2016 წლის დასაწყისში მისი ღირებულება 430 დოლარი იყო.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მისი ფასი თითქმის 40%-ით გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, ფასზე ნეგატიური გავლენა ვერც ჰაკერულმა თავდასხმებმა შეძლეს. ანალიტიკოსების ნაწილი კი ბიტკოინის ფასის ზრდას ჩინურია იუანის არასტაბილურობას უკავშირებს.
წლის განმავლობაში ჩინურმა ვალუტამ თავისი ღირებულების 7% დაკარგა. ბიტკოინის ვაჭრობის უმეტეს წილი კი სწორედ ჩინეთზე მოდის.