Home
Category
TV Live Menu

ბიტკოინის ღირებულებამ 3-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

5860c41939f48
BM.GE
26.12.16 11:16
1194
ბიტკოინის ღირებულებამ 3-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და მისი ღირებულება 900 დოლარს აღემატება. 2016 წლის დასაწყისში ბიტკოინის ღირებულება 435 დოლარი იყო, თუმცა ფასი მთელი წლის განმავლობაში მატულობდა. BBC-ის ინფორმაციით, ფასზე ნეგატიური გავლენა ვერც ჰაკერულმა თავდასხმებმა შეძლეს. ანალიტიკოსების ნაწილი კი ბიტკოინის ფასის ზრდას ჩინურია იუანის არასტაბილურობას უკავშირებს.

წლის განმავლობაში ჩინურმა ვალუტამ თავისი ღირებულების 7% დაკარგა. ბიტკოინის ვაჭრობის უმეტეს წილი კი სწორედ ჩინეთზე მოდის.

ბოლოს ბიტკოინის ღირებულება დღევანდელ მაჩვენებელზე მაღალი 2013 წელს იყო, როდესაც მისი ღირებულება 1000დოლარს აღემატებოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day