პირველი ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, „ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატი ადგილებზე მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობას ითვალისწინებს“. როგორც ქუმსიშვილმა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ, მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ამ საკითხზე მეტი დეტალი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"დარწმუნებით ვიცი რაზეც არის საუბარი, თუმცა ეს პრემიერის პრეროგატივაა. უახლოეს მომავალში ჩვენ გევქნება პრეზენტაცია, რომელზეც გახდება უკვე დეტალები ცნობილი. დღეს რაც შემიძლია მოგახსენოთ, აღნიშნული პრინციპი ითვალისწინებს მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობას ადგილებზე”, - განაცხადა ქუმისშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა, მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.