„ბიუჯეტის მონიტორმა“ ფისკალური გამჭვირვალობის მსოფლიო მასშტაბის კონკურსში გაიმარჯვა. აღნიშნული კონკურსი - „ფისკალური გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის“ (GIFT) ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილებდნენ საჯარო გამჭვირვალობის მიმართულებით წარმატებული გამოცდილების მქონე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, პორტუგალია, ბრაზილია, ფილიპინები, მექსიკა, ჩილე და სხვ.
BudgetMonitor.ge, როგორც გამჭვირვალობისა და მოქალაქეების ჩართულობის ინოვაციური ვებპლატფორმა, წარმოდგენილი იქნება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რეგიონულ ფორუმზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმატებული გამოცდილების შესახებ GIFT მოამზადებს პუბლიკაციას და გაუზიარებს ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა ქვეყანას.
"ფისკალური გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივა“ (GIFT) წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას ფისკალური გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით. GIFT ხელმძღვანელობს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საჯარო გამჭვირვალობის სამუშაო ჯგუფს და აწესებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის სფეროში.