Home
Category
TV Live Menu

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 თვეში 4 748,2 მლნ ლარი შეადგინა

595df9e77a80b
BM.GE
06.07.17 12:49
717
„ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომლის მაჩვენებელმა 6 თვეში 4 748,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელს 14,2%-ით აღემატება,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 4 283,8 მლნ ლარი, რაც გეგმის 105,1%-ია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გადაჭარბებითაა შესრულებული სხვა კატეგორიებიც და ჯამში, 6 თვეში შემოსავლების სახით მიღებულმა სახსრებმა 4 664,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,4%-ია.

Subscribe to our news

Get the main news of the day