Home
Category
TV Live Menu

"ბიუჯეტის შემოსავლები უნდა გაიზარდოს: შეიძლება ეს მოხდეს ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის ზრდით, ან საწვავის დაბეგვრით"

581c7b86a2aea
ელენე კვანჭილაშვილი
04.11.16 16:13
1098
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას ურჩევს, როგორც ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ „ბიზნესკონტრაქტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა საგადასახადო რეფორმა ქვეყანაში საბიუჯეტო შემოსავლებს შეამცირებს და ის მთავრობას მშპ-ს დაახლოებით 1,5% დაუჯდება.

"ჩვენი შეფასებით, მოგების დაბეგვრის ცვლილება ბიუჯეტს მომავალ წელს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დაუჯდება, რაც მშპ-ს დაახლოებით 1.5%-ია. ამდენად, თუ ამას დავუმატებთ დეფიციტის ჩვენს პროგნოზს 2016 წლისთვის -- მივიღებთ ზუსტად 6%-ს. მთავრობა მუშაობს დეფიციტის შემცირებაზე, ჩვენ ველოდებით რა კონკრეტულ ზომებს გაატარებს ის ამ მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება შევაფასოთ. ჩვენს რეკომენდაციებს რაც შეეხება, ბიუჯეტის შემოსავლები უნდა გაიზარდოს: შეიძლება ეს მოხდეს ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის ზრდით, ან საწვავის დაბეგვრით. გადასახადები შეიძლება დაწესდეს მანქანებზე, შეიძლება გაფართოვდეს დღგ-ს გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, შემცირდეს სახელმწიფო საწარმოების საბიუჯეტო ტრანსფერებით დაფინანსება“, - განაცხადა ფრანსუა პეჰშო.

Subscribe to our news

Get the main news of the day