Home
Category
TV Live Menu

ბიუჯეტის შესრულების 8 თვის მაჩვენებლები

59c250370b11b
ელენე გოგბერაშვილი
20.09.17 15:24
702
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე ისაუბრა. კაკაურიძის თქმით, 8 თვის მდგომარეობით, ბიუჯეტში შემოსული თანხა შეადგენს 6 130 000 .0 ათას ლარს, რაც წლიურად დაგეგმილი მაჩვენებლის 64,5%-ია.

მისი თქმით, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 284 460.0 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხოლო 8 თვის მდგომარეობით მიღებული სახსრები შეადგენს 208,8 მლნ ლარს. ხოლო სხვა შემოსავლებში მობილიზებულია 258,9 მლნ. ლარი, რაც წლიური გეგმის 67%-ს აღემატება.

როგორც კაკაურიძე განმარტავს, არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებლის წლიური გეგმა 90 მლნ ლარია. 8 თვის განმავლობაში უკვე შემოსულია 63, 3 მლნ ლარი, რაც ნიშნავს, რომ შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 70,5%-ს. ფინანსური აქტივების კლებიდან მიღებულია 51,8 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 60, 9%-ს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სამინისტროების მიხედვით შესრულების მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 95%-ზე მაღალია.

Subscribe to our news

Get the main news of the day