TravelSupermarket-ის მონაცემების მიხედვით ევროპის ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტებზე სამოგზაურო პაკეტების ფასი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. საუბარია, all inclusive ტიპის პაკეტებზე, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 12%-ით არის გაძვირებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ კონტინენტის სხვადასხვა პოპულარულ ტურისტულ ლოკაციაზე არაერთ ისეთ ALL INCLUSIVE სასტუმროს იპოვით, სადაც სრული კომფორტის მიღებას ბიუჯეტურად შეძლებთ.