Home
Category
TV Live Menu

ბიზნეს დავების გადასაწყვეტად, შესაძლოა ახალი პალატა ან დამოუკიდებელი არბიტრაჟი ჩამოყალიბდეს

577cb2e5bad64
BM.GE
06.07.16 11:25
1059
ბიზნეს დავების გადასაწყვეტად, შესაძლოა ახალი პალატა ან დამოუკიდებელი არბიტრაჟი ჩამოყალიბდეს. ახალი უწყების შექმნის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა. როგორც საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ბიზნეს დავების გადაწყვეტისას არსებულ პრობლემებს აღიარებს უზენაესი სასამართლოც და ამ საკითხის გადაჭრაში კერძო სექტორმაც შესთავაზა უწყებას დახმარება. კერძოდ, გვასალიას განცხადებით, საჭიროა მოსამართლეების ტესტირება და კონკრეტული სემინარების და ტრენინგების ჩატარება.
 
"მიუხედავად იმისა, რომ კანონში არის ჩანაწერი თუ რა ვადებში უნდა დასრულდეს ესა თუ ის პროცესი, მაინც ხდება პროცესების უსაშველოდ გაწელვა, რასაც აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე აბარიათ, ბევრი მათგანი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც კონკურსის წესით შერჩევისას არის საჭირო.

შესაძლოა ახალი პალატა შეიქმნას, რომელიც ბიზნეს დავებს გაარჩევს, შესაძლოა ცალკე არბიტრაჟის ტიპის პალატაც გაკეთდეს. მთავარია მან გამართულად იმუშავოს, ამისთვის კი აუცილებელია ბიზნეს დავებისთვის მოსამართლეთა მომზადება. საუნივერსიტეტო განათლება და შემდგომში პრაქტიკა საქართველოში არ არის ისეთი, რომ დღეს მსგავსი კვალიფიციური მოსამართლეები გვყავდეს.

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ფაქტიურად რეფორმის სახის გადაწყვეტილება იყო - მეორე მხარე ამისთვის მომზადებული არ იყო, ეს საქმეებიც დაემატათ მოსამართლეებს და ბევრად დატვირთულები არიან. ვერანაირ გათვლას ვერ აკეთებენ საკრედიტო დაწესებულებები, თუ რამდენ ხანში შეიძლება, რომ მათი დავა გადაწყდეს“, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day