მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.
"მინდა პირველ რიგში აღვნიშნო ობიექტურობის ხარისხი, ასევე მინდა არა მარტო ჩემი არამედ ბიზნეს გარემოს აზრიც გამოვთვქა, რომ ჩვენ ვამჩნევთ, როგორ იზრდება პროფესიონალიზმი ჟურნალისტების და გადაცემის ხარისხი. ბიზნეს გადაცემები არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ეს არის განათლების მომტანი ბიზნეს გარემოში. დაწყები ბიზნესებისთვის ასეთ გადაცემებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ანალიტიკის ნაწილში. მე სიამოვნებით ვარ და ვიქნები ამ გადაცემის სტუმარი და რაც მეტი გვექნება ესეთი გადაცემები, მით უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ეკონომიკა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.