ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% - მცირე ბიზნესზე.
საქსტატის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 71.1%,
აჭარის ა.რ. – 8.0%,
ქვემო ქართლი – 5.2%,
იმერეთი – 4.7%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 66.8%,
აჭარის ა.რ. – 9.0%,
ქვემო ქართლი – 6.3%,
იმერეთი – 4.6%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგ- ნაირად ნაწილდება:
ქ. თბილისი – 64.8%,
აჭარის ა.რ. – 9.5%,
იმერეთი – 7.0%,
ქვემო ქართლი – 5.6%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%.