Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესებს კადრების გადინების დინამიკა შეუმცირდათ

BM.GE
09.05.23 09:14
124
ბიზნესებს კადრების გადინების დინამიკა შეუმცირდათ. კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ამას რამდენიმე მიზეზით, მათ შორის ლარის კურსის გამყარებით, ხელფასების ზრდით და პანდემიური მძიმე ფონის შემცირებით ხსნიან. პანდემიამ ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეცვალა და სამუშაო ძალის დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა, რამაც ბიზნესებს სამუშაო ძალის მოძიების პრობლემა შეუქმნა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში. ბიზნესები იმედოვნებენ, რომ მსგავსი სირთულის წინაშე 2023 წელს აღარ დადგებიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day