Home
Category
TV Live Menu

ბიზნესი ჩამორთმეული ქონების დაბრუნების სტრატეგიაზე მუშაობს

59e896fab0cfd
ელენე გოგბერაშვილი
19.10.17 16:10
821
წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ასობით მოქალაქე ელის. პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონებებიდან კანონიერ მფლობელებს უმეტეს შემთხვევაში ავტომობილები, საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები დაუბრუნდა.

სახელმწიფო ბალანსზეა "ალბატროსიც", რომლის უკან დაბრუნებას მისი მფლობელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი დღემდე ელოდება. როგორც ბეგიაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, მსგავს სიტუაციაში ძალიან ბევრი ბიზნესმენია. მისივე განცხადებით, ბიზნესმენებთან ერთად მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში.

"არც მათი საქმეები დაძრულა, ის ადამიანები დღესაც რთულ მდგომარეობაში არიან. არჩევნების შემდეგ ვგეგმავთ აქტივობებს. პირდაპირ მოვთხოვთ ხელისუფლებასაც და პროკურატურასაც გადადგას ქმედითი ნაბიჯები", - აცხადებს "ალბატროსის" ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი,დავით ბეგიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day