საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა, რასაც ბიზნესმენები აფასებენ. კერძო სექტორის წარმომადგენლები ლექვინაძის ახალ თანამდებობას დადებითად ხვდებიან და აცხადებენ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც შეძლებს, ბიზნესი დაიცვას.
“მივესალმები ამ ფაქტს, ირაკლიმ ძალიან კარგად იცის ბიზნეს საჭიროებები სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა”,- ამბობს კომპანია "ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
„ირაკლი დიდი ხანია ეკონომიკურ წრეებში აქტიურადაა ჩართული და ის კარგად იცნობს ამ სფეროს, ბატონ ირაკლის ამ სფეროში განათლებისა და კომუნიკაციების დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ ამიტომ ის შეძლებს, რომ ბიზნესის მხარე სწორად დაიცვას”,- აღნიშნა საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზდენტმა ლევან სილაგავამ BM.ge-სთან საუბრისას.