Home
Category
TV Live Menu

ბიზნესი შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე მიუთითებს

58392eaa13017
ელენე გოგბერაშვილი
26.11.16 10:39
895
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ ორმოცდაათამდე კომპანიას შეხვდა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო. ბიზნესი ამბობს, რომ მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა რჩება საკითხები, რაც ტენდერებში მონაწილე კომპანიებს პრობლემებს უქმნის. "ეი ჯი ტელეკომის’’ წარმომადგენელი, იოსებ მაზმიაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ ისეთ დეტალურ პრეფერენციამდე არის ჩასული შემსყიდველის წინადადებები, რომ ის კონკრეტულ მიმწოდებელზეა გათვლილი.

"მხოლოდ ბრენდის სახელის დამატებაღა აკლია, რადგან სხვას არ აქვს მისი მიწოდების საშუალება. თანაც მოთხოვნებში წერია, რომ არ მიიღებენ არცერთ ალტერნატიულ წინადადებას", - აცხადებს მაზმიაშვილი. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა სატენდერო პირობები ხელშეკრულების დადებისას აღარ სრულდება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტენდერები დაიხურა და კომპანიები ვეღარ ხედავენ კონკურეტების შეთავაზებებს, ამით ბიზნესის ინტერესები იზღუდება.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება კონკურენტუნარიანი ფასის მხრივ სხვებთან შედარებით, ამიტომ მოტივირებულნი აღარ ვართ ჩვენი წინადადებები შევთავაზოთ", - აცხადებს მაზმიშვილი.

საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ უნდა გაიზარდოს ვადებიც, რათა ადგილობრივმა მწარმოებლებმა დროში მოასწრონ შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესრულება და მათი წინადადებები მხოლოდ უცხოურ კომპანიებზე არ იყოს მორგებული.

ბიზნესის შენიშვნების ფონზე გაზრდილია დავების განხილვის საბჭოში საჩივრების რაოდენობაც. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ,,ბიზნესკონტრაქტთან’’ აცხადებს, 2013 წელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა 1000%-ით გაიზარდა, თუმცა ლევან რაზმაძე ამას არა პრობლემების ზრდას, არამედ სააგენტოს მხრიდან ბიზნესის მიმართ მეტი სამართლიანი მიდგომით ხსნის.

Subscribe to our news

Get the main news of the day