როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის ბიზნესის მოლოდინების ინდექსი აჩვენებს, საინვესტიციო აქტივობა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ გაიზრდება, თუმცა ჯერ საგრძნობლად ჩამორჩება იმ ტემპს, რაც პანდემიამდე არსებობდა. ამ ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება, 11% კი ვარაუდობს, რომ შემცირდება.