Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 72%-ით გაძვირდა

BM.GE
29.12.20 18:29
552
2021 წელს ბიზნესი და მოსახლეობა გაძვირებული კომუნალური გადასახადებით ხვდება. ფასმა მოიმატა ელექტროენერგიაზე, წყალზე, დაანონსებულია ბუნებრივი აირის გაძვირებაც კომერციული სექტორისთვის. ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლიდან შევა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებების გამოცხადებას წინ უძღოდა არაერთი განცხადება, რომელმაც ბაზარზე დამატებითი გაურკვევლობა გააჩინა, მაგალითად კომერციული გაზის ტარიფთან დაკავშირებით. დეკემბრის დასაწყისში ჯერ “თბილისი ენერჯიმ” თქვა, რომ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზს აძვირებს, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი გვარწმუნებდა, რომ ასე არ მოხდება. რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ კი, თბილისი ენერჯიმ კომერციულ მომხმარებლებს კვლავ გაზის ტარიფის ზრდა დაუანონსა. რა გავლენა აქვს ამ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ბიზნესზე?

სტუმარი: სანდრო რატიშვილი - გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი

Subscribe to our news

Get the main news of the day