Home
Category
TV Live Menu

"ბიზნესკონტაქტი და საქმიანი დილა მიუკერძოებლად ასახავდა რეალობას თავის გადაცემებში"

574d9434d7799
BM.GE
31.05.16 17:38
1059
"მაესტროს" გადაწყვეტილებას გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აფასებს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე.
 
"რამოდენიმე თვის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვთხოვეთ მაესტროს ახალ ხელმძღვანელობას არ ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში, რადგანაც მიგვაჩნდა, რომ ბიზნესკონტაქტი და საქმიანი დილა მიუკერძოებლად რეალობას ასახავდა თავის გადაცემებში! მაჯერებდნენ, არა რას ამბობ მაესტრო იმით ფასობს რომ სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევაო, ხოდა ეხლა ეს მეილი ვინმემ გადმომითარგმნეთ იქნებ მე ვერ ვიგებ შინაარს სწორად!

ამონარიდი მეილიდან: მიგვაჩნია რა, რომ შპს "სტუდი მაესტროს“ გადაცემები - "ბიზნესკონტაქტი“, "საქმიანი დილა“ და "ანალიტიკა“ წარმოადგენს საზოგადოების კომერციულ და ინტელექტუალურ საკუთრებას. და ასევე მიგვაჩნია რა, რომ ამ გადაცემების ფინანსური, სარედაციო პოლიტიკის მართვა არის ცალსახად საზოგადოების იმპერატიული უფლება! კი ამ მიდგომით გიორგი ისაკაძე უნდა გაათავისუფლოთ ნამდვილად, არ არის მართვადი სამწუხაროდ!", - წერს ნინო ზამბახიძე.

"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას“ გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day