მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი.
"დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნეს კლიმატის საკითხები ყველას ეხება და ყველა თანხმდება იმაზე რომ აღნიშნული პროგრამა საუკეთესოდ ფუნქციონირებს. პირველ რიგში ბიზნესმენებს ეძლევათ პლატფორმა გამოსვლისთვის, ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე. საარჩევნო წელს, საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად ეკუთვნის მიუკერძოებული სურათი იმაზე თუ რა ხდება ეკონომიაკში და ბიზნეს სამყაროში. ეს გახლავთ საუკეთესო პროგრამა მსგავსი ინფორმაციის მისაღებად.
არასდროს ხდებოდა ჩემი სიტყვების კონტექსტიდან ამოგდება, არასწორად ციტირება და ჟურნალისტების კეთილსინდისიერება ალბათ ყველაზე მაღალია ბიზნესკონტაქტის ჯგუფში.
თქვენ ემსახურებით საქართველოს მოსახლეობას. ყველას აქვს საერთო პოზიცია რომ ეკონომიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი საკითხია და მნიშვნელვანია მასზე ობიექტური ინფორმაციის მიღება. ბიზნესკონტაქტი თუ არ გავა ეთერში არ ვიცი როგორ მიიღებენ მსგავს ინფორმაციას", - განაცხადა სარა უილიამსონმა.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.