Home
Category
TV Live Menu

"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" გუნდის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირები დაიცავს

577625ab60db9
BM.GE
01.07.16 11:44
1116
სასამართლოში "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" გუნდის ინტერესებს პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.
 
"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" გუნდი ტელეკომპანია "მაესტროს“ წინააღმდეგ დავას სასამართლოში აგრძელებს. საქმე ეხება იმ 27 თანამშრომელს, რომელსაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერების მიზეზად კი შრომის კოდექსის 36-ე მუხლის, მეორე ნაწილი, ა ქვეპუნქტი დასახელდა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს. მაესტროს მენეჯმეტმა "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი გაფიცულად თვითნებურად გამოაცხადა.

"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" გუნდი (27 თანამშრომელი) გასული ერთი თვის განმავლობაში პერმანენტულად ცდილობდა არხის მენეჯმენტთან შეთანხების მიღწევას და სასამართლოსთვის გვერდის ავლით პრობლემის მოგვარებას, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო:

"დასაქმებული მაესტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას მაესტროს ეთერში გასული შემდეგი გადაცემების: "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით".

"მიგვაჩნია, რომ საავტორო უფლებებთან მიმართებით შემოქმდებით გუნდს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია და ე.წ შეთანხმების მე-6 პუნქზეც ის პასუსხიმგებლობას ვერ აიღებს . მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ერთადერთი გზა რაც არხის მენეჯმენტმა დაგვიტოვა, ეს არის სასამართლო, სადაც გუნდს შემდეგი მოთხოვნები ექნება:

• მაისის თვის ხელფასის სრულად ანაზღაურება
• იძულებითი მოცდენის კომპენსაცია, 1ივნისიდან
• საშვებულებო კომპენსაცია

Subscribe to our news

Get the main news of the day