Home
Category
TV Live Menu

ბიზნესმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას საპოლიციო გამოსახლების და მიწის რეგისტრაციის საკითხი დააყენა

5767fb0465cd8
BM.GE
20.06.16 18:15
946
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბიზნესი ერთ-ერთ პრობლემად საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებას ასახელებს. როგორც ბიზნესმენებთან და საექსპერტო წრეებთან შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი შენიშვნა ბიზნესის მხრიდან სწორედ აღნიშნულ ცვლილებას ეხებოდა.

"საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებაზე გააკეთეს შენიშვნა, რომ ეს ძალიან აზარალებს ბიზნესს. აქ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა. კიდევ ჰქონდათ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით შენიშვნები, რაც ნაწილობრივ გავიზიარეთ, თუმცა ამას დრო სჭირდება.

ბიზნესი იყო წარმოდგენილი მასშტაბურად და ეკონომიკური გუნდიც მზად იყო. ვისურვებდი, რომ მომავალში ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ექსპერტები აღარ დამალოს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day