"ბიზნესმედია საქართველო" და "ამერიკის ხმა" თანამშრომლობას იწყებს. "ამერიკის ხმის" მიერ მომზადებული სიუჟეტების და ინტერვიუების ნახვა მაყურებელს TV Pirveli-ის ეთერში, გადაცემების "ბიზნესკონტრაქტი" "საქმიანი დილა" და "ქალების ნარატივი" საშუალებით შეეძლება.
"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია და "ბიზნესმედია საქართველო" მაყურებელს გააცნობს წარმატებულ ამერიკელ თუ ამერიკაში მოღვაწე ქართველ მეწამეებს. მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს გლობალურ ეკონომიკასა ბიზნესში მიმდინარე მოვლენებს და ამერიკის როლს აღნიშნულ პროცესში.