Home
Category
TV Live Menu

ბიზნესომბუდსმენი გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება

56d2fffa06958
BM.GE
28.02.16 18:07
1162
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ეწვევა, რომელიც გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება და ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრაზე აღინიშნა.
 
პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს, დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგს. გიორგი კვირიკაშვილმა მოისმინა ფრაქციის წარმომადგენლების მოსაზრებები და წინადადებები და უპასუხა მათ შეკითხვებს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე დაესწრო.

Subscribe to our news

Get the main news of the day