Home
Category
TV Live Menu

ბიზნესომბუდსმენის აპარატი: ვითხოვთ საპოლიციო გამოსახლების წესი აღდგეს

5889f0cc18e51
ელენე გოგბერაშვილი
26.01.17 17:00
941
2015 წელს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით, საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა და პირის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი "ბიზნესკონტრაქტთან" საუბარში განმარტავს, ისინი კვლავ სვამენ საკითხს, აღდგეს ადმინისტრაციული წესით გამოსახლება, რადგან ამ წესის შეცვლამ საკმაოდ უარყოფითი შედეგები გამოიღო. 

"2016 წლის შედეგებმა აჩვენა, რომ ამან ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო. ერთი მხრივ, სასამართლოში გაიზარდა მოსამართლეთა დატვირთულობა, რადგან მთლიანად ადმინისტრაციულმა საქმეებმა, რომელსაც პოლიცია და სააღსრულებლო ორგანოები ახორციელებდნენ, სასამართლოებში გადაინაცვლა. მეორე მხრივ, ბიზნესს გაურთულდა და გაუძვირდა საკუთრების უფლების დაცვა. ჩვენ ამ საკითხზე კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ უწყებათაშორის საბჭოსთან გვაქვს კონსულტაციები. ჩვენ დავსვით საკითხი, რომ აღდგეს გამოსახლების ადმინისტრაციული წესი. გადაწყვეტიების მიღება მთავრობის ეკონომიკურ გუნდზეა დამოკიდებული,თუმცა ვითხოვთ, რომ აღდგეს საკუთრების დაცვის ადმინისტრაციული წესი საქართველოში"-აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day