Home
Category
TV Live Menu

ბიზნესომბუდსმენის აპარატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ახალი პრეტენზია აქვს

BM.GE
30.01.18 16:49
1139
"მდიდრების სასამართლოს ხომ არ ვაკეთებთ, რომ მათი დავები მალე დასრულდეს და დანარჩენების - გვიან?!" - ასე შეაფასა რამდენიმე თვის წინ ბიზნესოომბუდსმენის აპარატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნა, რომელმაც გასული წლის 1 აგვისტოდან 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციული დავების განხილვა დაიწყო. ბიზნესომბუდსმენის აპარატში, აზრი დღესაც არ შეუცვლიათ. პირიქით, კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის მიმართ ახალი პრეტენზიებიც აქვთ. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ზურა ძნელაშვილმა „საქმის კურსს“ უთხრა, მათ მიმართა რამდენიმე ბიზნეს-სუბიექტმა, რომლებიც აცხადებენ, კომერციულ პალატაში საქმეების განხილვაზე უარი უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანი 500 000 ლარს აღემატებოდა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აპირებს, ამ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკონტაქტოს.

სტუმარი: გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

Subscribe to our news

Get the main news of the day