Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი – ეფექტიანობის შეფასება - შოთა ბურჯანაძე ანალიტიკაში

BM.GE
17.02.23 11:17
148
სანამ საქართველოს პრემიერმინისტრი ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელიას დანიშნავდა, მანამდე – ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურის ძიების პროცესში, მსხვილ ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კერძო სექტორს შესაფერისი კანდიდატურის დასახელება სთხოვა. მაშინ ბიზნესი მიიჩნევდა, რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატი ასოციაციებიდან უნდა შერჩეულიყო და ბიზნესგაერთიანებებს საკუთარი კანდიდატები დროულად უნდა წარედგინათ.

თემურ ჭყონიამ მაშინ თქვა, რომ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის კანდიდატურა ცუდი ვარიანტი არ იყო. 

შოთა ბურჯანაძეს მაშინ ასეთი პოზიცია ეჭირა – “გააჩნია, რა პირობები იქნება. მე საქმეს ახლაც ვაკეთებ. ის რაც ბიზნესს უჭირს, ეს სიტყვა იქამდე მიმაქვს. ეს თუ იქნება შესაძლებლობა, რომ უკეთესად გაკეთდეს საქმე, ამ შემთხვევაში განიხილება. თუმცა თუ იგივე იქნება, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ. ჩემი სფერო საჯარო სფერო არ არის”. 

სტუმარი: შოთა ბურჯანაძე - "რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day