Home
Category
TV Live Menu

ბიზნესომბუდსმენს სამოქალაქო დავებში ჩართვას სთხოვენ

5a785c214b54f
ელენე გოგბერაშვილი
05.02.18 17:27
689
ბიზნესომბუდსმენსა და საქართველოს-სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრ 80-მდე კომპანიასთან შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა იყო. ბიზნესი ისევ ღიად საუბრობს წლების განმავლობაში გაჭიანურებულ დავებზე. ისინი ირაკლი ლექვინაძისგან სამოქალაქო დავებში ჩართულობას ითხოვენ.

"ბიზნესომბიდსმენს სამოქალაქო დავების მიმართულებით ვთხოვეთ ჩართულობა, კომუნიკაცია იუსტიციის საბჭოსთან, სასამართლოს მენეჯმენტთან. მთავარი პრობლემა დღესდღეობით სამოქალაქო დავების მიმართულებით არის გადატვირთული სასამართლო, გაჭიანურებული პროცესები, რომელიც წლობით იწელება სასამართლოში. შედეგად ბიზნესსუბიექტები კარგავენ ინტერესებს, კარგავენ ფინანსურ შემოსვალს, ადგებათ ზიანი.

მთავარი პრობლემა, რაც არის დღეს სასამართლოში, ეს არის გაჭიანურებული დავები, ამ კუთხით რაიმე გამოსავალი უნდა მოვძებნოთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ ბზნესს სასამართლოში პროცესების სწორად წარმართვაში. საქალაქო სამსართლოში შექმნილია კომერციული დავების განმხილველი სპეციალური პალატა, მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ თანხობრივი ზღვარი არის დაწესებული. ეს ზღვარი საჭიროებს გადახედვას. შესაქმნელია სხვა სპეციალიზებული მიმართულებები. საჭიროა არამხოლოდ მსხვილი კომერციული დავების კუთხით გააქტიურება, არამედ სამოქლაქო დავების მიმართულებით სპეციალიზებული პალატების შექმნა", - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტის წევრი, უჩა ძიმისტარაშვილი.
სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს "ტექნო-ბუმის’’ ხელმძღვანელი, ანზორ ქოქოლაძეც.

"სადაც სასამართლო თავის დონეზე ვერ იდგება იმ ქვეყანას გაუჭირდება ეკონომიკური თვალსაზრისით პროგრესი. დღეს ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია. ბევრი კომპანია უჭერს მხარს იდეას, რომ გამოიკვეთოს მოსამართლეები, რომლებიც ბიზნესდავებს განიხილავენ. დღეს არამარტო სტრუქტურაშია პრობლემები და გაწელილია პროცესები, არამედ პრობლემაა კვალიფიკაციაც. ხშირ შემთხვევაში მოსამართლეს არ ყოფნის კვალიფიკაცია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს", - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day