Home
Category
TV Live Menu

"ბიზნესს ფინანსური რესურსის მოძიებისას ან დაბანდებისას კომერციული ბანკების გარდა სხვა ალტერნატივაც უნდა ჰქონდეს"

582839384dfed
BM.GE
13.11.16 13:56
1026
საქართველოს საინვესტიციო და საპენსიო ფონდების შესაქმნელად რეფორმების გატარება სჭირდება, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს კოტე სულამანიძემ განუცხადა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილება შეჩერებული ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ფინანსური რესურსის მოძიების მხოლოდ ერთი წყარო არსებობს ბანკების სახით, რაც საკმაოდ ცოტაა.

"დღევანდელ ფინანსურ სექტორს რომ გავადავხედოთ 91% ბანკებს უჭირავთ. მნიშვნელოვანი, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ალტერნატიული არჩევანი ფინანსური რესურსის მოძიების ან დაბანდების. დღეს თუ ბიზნესს სესხი სჭირდება მიდის მხოლოდ ბანკში, მას არ აქვს საშუალება გამოუშვას ბონდები, მოიძიოს რესურსი ან გამოუშვას ფასიანი ქაღალდი და მოიძიოს კაპიტალი, რაც ძალიან სამწიხაოა. განათლების დონე აქ ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ თეორიით არა, - საჭიროა რომ მომხმარებელს ალტერნატიული საშუალება შესთავაზოს საინვესტიციო ბანკმა. შესაძლებელია გავიდეთ მალტის, ვარშავის ბირჟაზე, სადაც ეს მარტივია.

საფონდო ბირჯაზე ორი მხარეა, ერთი რომელიც რესურსს იძიებს და მეორე, რომელიც რესურსს აბანდებს.

დღეს საქართველოში ვისაც რესურსი აქვს აბანდებენ მას ბანკში, სადაც მას მხოლოდ დეპოზიტს სთავაზობენ. ეს ნიშნავს რომ რესტორანში შევიდეთ და მხოლოდ ხაჭაპური შემოგვთავაზონ“, - განაცხადა სულამანიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day