Home
Category
TV Live Menu

"ბიზნესს უნდა ავუხსნათ, რომ უმაღლესი განათლების მოთხოვნა, ბევრი პროფესიის შემთხვევაში აზრს მოკლებულია"

57b7284909fd0
BM.GE
19.08.16 19:38
1128
"სამწუხაროდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომს რაღაც პერიოდში ფასი დაეკარგა“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავან თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. მინისტრის თქმით პროფესიული სასწავლებლების დასრულების შემდეგ ადამიანების დასაქმება უნდა გამარტივდეს და ამ კუთხით სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მუშაობს.

"ყველას გვახსოვს პერიოდი, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს ეუბნებოდნენ რომ ცუდად თუ მოიქცევი პროფესიულში მოხდები. ეს რა თქმა უნდა არასწორია და ჩვენ ვმუშაობთ რომ პროფესიული განათლება როგორც ბრენდი უფრო დაფასებული იყოს, ისე როგორც ევროპულ ქვეყნებშია.

პროფესიულ სასწავლებელში მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საშუალება რომ გააგრძელოს უმაღლესი განათლება, თუ ამის სურვილი აქვს. ჩიხი არ უნდა იყოს. ამ ორის შეერთება მგონია ნაწილობრივ გვიშველის. მინიმუმ სახელმწიფო ორგანიზაციებთან და ბიზნესთან უნდა ვიმუშავოთ და ავუხსნათ ამ ხალხს რომ უმაღლესი განათლების მოთხოვნა ბევრი პროფესიის შემთხვევაში აზრს მოკლებულია. უნდა მოვახერხოთ, რომ პროფესიული დაწესებულიების დიპლომით შეიძლებოდეს სამსახურის დაწყება“, - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day