Home
Category
TV Live Menu

Black Sea Arena-მ 2017 წელს კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

58b53eaeccfe8
BM.GE
28.02.17 13:10
951
2017 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ქართულ-უცხოური კულტურული ღონისძიებების გამართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

ინტერესთა გამოხატვის საშუალებით შეირჩევა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ივნისი-სექტემბრის განმავლობაში „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

დღეიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში, დაინტერესებულ მხარეს შეეძლება წარმოადგინოს წინადადებები, თუ რომელი ან რამდენი მუსიკალური, ქორეოგრაფიული თუ სხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზება შეუძლია.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილე სუბიექტების განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა, რეპუტაცია და გამოცდილება აქვთ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების გამოცდილება.

დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ „ბლექ სი არენას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.bsa.com.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://procurement.gov.ge/.

Subscribe to our news

Get the main news of the day