სახელმწიფო პროექტ Check In Georgia გუშინ, 20 მაისს, შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გაიხსნა. კონცერტი ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Aerosmith-მა გამართა. როგორც ცნობილია, ჯგუფმა საკუთარი ბოლო მსოფლიო ტური, Aero Vederchi, რომლის შემდეგაც კარიერას ასრულებს სწორედ საქართველოდან დაიწყო.
Aerosmith ქართველი მსმენელის წინაშე საათ-ნახევრიანი პროგრამით წარსდგა.
მომდევნო კონცერტი ჯგუფს 23 მაისს მოსკოვში აქვს დაგეგმილი.