Home
Category
TV Live Menu

"ბლაუენშტაინ საქართველო" ნარჩენების გადამუშავებას იწყებს

59524929075a8
სალომე მეცხვარიშვილი
28.06.17 15:43
1003
რაჭაში მომუშავე შვეიცარიული კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" საკუთარი ნარჩენების გადამუშავებას იწყებს. როგორც კომპანიის მენეჯერი თათია არაბიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, კომპანია ახალი ტექნოლოგიის დანერგვის ბოლო ეტაპზეა და მას, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან აამუშავებს.

"საუბარია ნარჩენებზე, რომელიც მაღალი ტემპერატურული წვის პირობებში თითქმის 100%-ით განადგურდება. ჩვენ პირველი ვართ მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის სასაკლაოებში, რომელსაც აქვს ნარჩენების მართვის ეს სისტემა",- აცხადებს თათია არაბიძე.

მისივე თქმით, პროექტში დაახლოებით 40 ათასი ლარი ჩაიდო და მექანიზმს დღეში 1000 კილოგრამი ნარჩენის განადგურება შეუძლია.

"მანამდე ხდებოდა ნარჩენების განთავსება ე.წ. ბეიკერის ორმოში, რომელიც 16-მეტრიანია. ასეთი პრაქტიკაა მიღებული დღეს საქართველოში, თუმცა, ჩვენ ვართ შევიცარიული კომპანია და ჩვენი პარტნიორები მოითხოვენ ისეთივე სტანდარტების დანერგვას, როგორიც ევროპაშია",- აცხადებენ „ბლაუენშტაინ საქართველოში“.

მათივე თქმით, კომპანია მზადაა, სურვილის შემთხვევაში ნარჩენები სხვებსაც გადაუმუშაოს.

"ახალი ტექნოლოგიის შემთხვევაში ნარჩენი რჩება მხოლოდ ფერფლის სახით, რომელიც ინახება ტომრებში და განთავსდება ე.წ. სარკოფაგში, რომელიც მიწის ქვეშაა და ჩაბეტონებული სივრცეა, შედეგად, მაა არ აქვს შეხება ნიადაგთან",- აცხადებს თათია არაბიძე.

"ბლაუენშტაინ საქართველო" რაჭაში ძროხების ფერმას და თბილისში რამდენიმე საფირმო მაღაზიას ფლობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day