Home
Category
TV Live Menu

ბლაუნშტაინ საქართველო ყველის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

5990183dd72c3
BM.GE
13.08.17 11:00
978
„ბლაუენშტაინ საქართველომ“ პირველად საქართველოში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ე.წ. „დამწიფებული ხორცის“ წარმოებაც დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, ხორცს რამდენიმე დღის განმავლობაში შეაბამისი ტენიანობის და ტემპერატურის მქონე მაცივრებში განათავსებენ, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს. პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება ლაბორატორიული კვლევები, საწარმოში სანიტარულ-ჰიგიენური ყველა ნორმა არის მაქსიმალურად დაცული.

კომპანიამ საერთო ჯამში 22 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და რამდენიმე ასეულ მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს, ასევე ხელს უწყობს კერძო ფერმების განვითარებას. კომპანიაში 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია შვეიცარიულ-ფრანგული უახლესი ტიპის აპარატურით.

კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო" 2009 წელს, ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში უკვე 22 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია რაჭაში ფერმების ქსელს 2015 წლიდან ფლობს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია 2018 წელს ყველის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day