Home
Category
TV Live Menu

BLC სახელმწიფო შესყიდვებში მიკერძოებულ მიდგომებზე საუბრობს

5a659e23057e6
ელენე ჩომახიძე
22.01.18 12:14
868
იურიდიული ფირმა BLC-ის დამფუძნებელი და პარტნიორი ალექსანდრე ბოლქვაძე იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებში სავალალო ტენდენციაზე საუბრობს. ფირმამ გასულ წელს კვლევა ჩაატარა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროებისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. კვლევის მიხედვით, იურიდიული მომსახურების ყველა სახელმწიფო შესყიდვა, ერთი მხრივ, განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის ფორმით და ამასთანავე აღნიშნულ შესყიდვებში გამარჯვებული მხოლოდ საერთაშორისო იურიდიული ფირმებია.

ბოლქვაძის განმარტებით, მოცემული გადაწყვეტილებები არღვევს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს, რადგან სწორედ აღნიშნული კანონიდან გამომდინარე გამარტივებული წესით იურიდიული მომსახურების შესყიდვა არის დაუშვებელი.

მისი განმარტებით, გამარტივებული ფორმით შესყიდვა დასაშვებია 2 შემთხვევაში: როდესაც ეკონომიკურ აგენტს გააჩნია რაიმე ექსკლუზიური უფლება, ასეთი უფლება კი, ალექსანდრე ბოლქვაძის თქმით, არცერთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ფირმას არ გააჩნია. ასევე გამარტივებული ფორმა მისაღებია, განსაკუთრებული შემთხვევების არსებობის დროს, როდესაც საგანგებო ვითარებაა ქვეყანაში, თუმცა, აღნიშნული შემთხვევაც, ბოლქვაძის შეფასებით, იურიდიულ მომსახურებასთან არარელევანტურია. გარდა ზემოთჩამოთვლილი შემთხვევებისა, BLC-ის პარტნიორის განცხადებით ფაქტი, რომ სახელმწიფო მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებს უწყობს ხელს საქართველოს ბაზარზე განვითარებაში დისკრიმინაციული შესყიდვებით, უხეშად არღვევს კონკურენციის შესახებ კანონსაც.

ალექსანდრე ბოლქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე BLC-მ უკვე მიმართა სახელმწიფო უწყებებს წერილით, თუმცა, ამ ეტაპზე მათგან პასუხი კომპანიას არ მიუღია.

Subscribe to our news

Get the main news of the day