Home
Category
TV Live Menu

"ბლოკჩეინ ტექნოლოგია 90-იან წლებში ინტერნეტის გამოჩენის მასშტაბს შეგვიძლია შევადაროთ"

58a9a1dcec6cd
BM.GE
19.02.17 18:00
1050
"ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მასშტაბი 90-იან წლებში ინტერნეტის გამოჩენის მასშტაბს შეგვიძლია შევადაროთ", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ. შეგახსენებთ რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც უწყებაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას გულისხმობს. უგრეხელიძის განცხადებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია ინფორმაციის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.

"ბლოკჩეინი ესაა მონაცემთა ერთობლივობის დაცვის სისტემა, ბლოკჩეინის ჯაჭვი შედგება ბლოკებისგან რომელიც უზრუნველყოფს, რომ მონცემები იქნება უფრო დაცული. დღეს საჯარო რეესტრში ყველა მონაცემენი ერთიან ბაზაშია, ბლოკჩეინში ამონაწერის გაშვების შემდგომ, ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ათეულ კომპიუტერში შეინახება, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მის დაცულობას. ბლოკჩეინზე მუშაობა 2016 წლის მაისში დავიწყეთ, ამჯერად ვიწყებთ მეორე საპილოტე ფაზას რაც ე.წ. "ჭკვინ კოტრაქტებზე" მუშაობას გულისხმობს. ჩვენ სხვადსხვა ტრანზაქციების განხორციელებისას შუამავალი უწყებები გვჭრდება, მაგალითად ბანები, ე.წ. "სმარტ კონტრაქტების" შემთხვევაში ეს საჭირო აღარ იქნება. მზა რეცეპტები ბლოკჩეინში არ არსებობს, ტექნიკურდ დიდი მოცულობის სამუშაოს განხორციელება მოგვიწია, რათა ყველაფერი ქართული რეალობისთვის მოგვერგო.

ამ ინოვაციის მასშტაბი შეგვიძლია შევადაროთ 90-იან წლებში ინტერნეტის გამოჩენის მასშტაბს. ჭკვიანი კონტრაქტების საპილოტე პროექტი ვთვლით, რომ 1 წელიწადში წარმატებით უნდა დასრულდეს", - განაცხადა უგრეხელიძემ. 

BitFury Group-თან თანაშრომლობა საჯარო რეესტრმა 2016 წლიდან დაიწყო. საჯარო რეესტრმა კომპანია „BitFury“-ის სპეციალისტებთან ერთად უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტი შეიმუშავა. განხორციელდა პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო ტექნიკური და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. თანამშრომლობის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day