Ernst & Young მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიაა, რომელმაც თავისი სისტემის ბლოკჩეინიზაცია გამოაცხადა. ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით, მეორე უმსხვილესმა კომპანიამ Deloitte დაიწყო ბლოკჩეინიზაცია. ამასთან კომპანიამ წლევანდელი წელი ბლოკჩეინიზაციის წლად და ბლოკჩეინის ფენომენის შესწავლის წლად გამოაცხადა.
"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ორი დღის წინ ’’SWIFT”-მა თავისი სისტემის ბლოკჩეინიზაცია გამოაცხადა, რაც მათივე განცხადებით, ბანკების გლობალური ლიკვიდობის კოეფიციენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ’’სვიფტის“ პლატფორმაში 11 000 უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტია ჩართული. ეს დაახლოებით მსოფლიოს საერთო საფინანსო ოპერაციების 90%-ია თუ მეტი არა. ყველა მსხვილი, თუ პატარა ბანკი საერთაშორისო ოპერაციას გლობალურად აკეთებენ, და ყველა ეს ოპერაცია ’’სვიფტის“ მეშვეობით ხორციელდება. ეს არის პლატფორმა, რომელიც მთლიანად მსოფლიოს ფარავს. მათ შეისწავლეს ბკლოკჩეინი, გააანალიზეს და მიხვდნენ, რომ ბლოკჩეინი უნიკალური პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია ფულის მოძრაობა დროში შემცირდეს და ნაცვლად 2 ან 3 დღისა, ეს 1 დღეში ან 1 საათში მოხდეს. მათ გამოაცხადეს, რომ ამ ახალ პლატფორმაზე გადაიტანენ თავიანთ სააღრიცხვო მექანიზმს და გაცილებით ნაკლებ დროში გაცილებით მეტ ოპერაციას გაცილებით ნაკლები დანახარჯით განახორცილებენ. ეს ის ოპერაციებია, რომლებიც ქვეყნებს შორის სრულდება“, - განაცხადა ურუმაშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“. მისივე განცხადებით, ინდოეთში ნაღდი ფულის პრობლემის გადასაწყვეტად ბიტკოინის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყეს.