დონალდ ტრამპის კომპანია ბათუმში ტრამპ თაუერის 250 მილიონ დოლარიან პროექტს აღარ განახორციელებს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილება მის გაპრეზიდენტებას უკავშირდება, რათა პოლიტიკური ინტერესთა კონფლიქტი აიცილოს თავიდან.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანია Silk Road პროექტს დამოუკიდებლად განახორციელებს.
გამოცემა ინფორმაციას „სილქ როუდისა“ და Trump Organization-ის საერთო ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში ტრამპ თაუერის შენებლობა ფორმალურად შეჩერდა. ნაცვლად, ამისა ქართული კომპანია ბათუმში თაუერს დამოუკიდებლად ააშენებს, სავარაუდოდ Monte Carlo-ს ბრენდით.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ბათუმში პროექტის განხორციელება ეჭვის ქვეშ დადგა, თუმცა სილქ როუდის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი ბათუმში აუცილებლად განხოციელდებოდა.
გიორგი რამიშვილმა უპასუხოდ დატოვა ბლუმბერგის კითხვა დაესწრება თუ არა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალს 20 იანვარს, მას არც თაუერის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხია.