Home
Category
TV Live Menu

Bloomberg: ფრანგული კომპანიები თანამშრომლებს ვერ პოულობენ

5a87e86655daa
BM.GE
17.02.18 19:00
756
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ფრანგული კომპანიები დასასაქმებლად სასურველ კადრს ვერ პოულობენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

’’ქვეყანაში დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი უმუშევარია. გასულ წელს 200 ათასიდან 330 ათასამდე ვაკანსიის განაცხადი გამოხმაურების გარეშე დარჩა“- წერია საფრანგეთის ეროვნული დასაქმების სააგენტოს განცხადებაში.

ასეთი სტატისტიკის მთავარ მიზეზად ადგილობრივ კომპანიებში გამოცხადებულ პოზიციებზე შესაფერისი კანდიდატების ნაკლებობას ასახელებენ.

როგორც ცნობილი გახდა, საფრანგეთის მთავრობა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ განათლებისა და პროფესიული სწავლების სფეროებში 15 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day