Home
Category
TV Live Menu

Bloomberg მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ასახელებს

587e3a0f08bc5
BM.GE
17.01.17 19:35
914
Bloomberg მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ასახელებს. ინოვაციის ინდექსი ჯამში 50 ქვეყანას მოიცავს, პირველ ადგილს კი სამხრეთ კორეა იკავებს, რომელმაც უკვე მეორე პოზიციაზე მყოფი შვედეთი ჩაანაცვლა, სამეულში მოხვდა გერმანიაც, მას მოსდევს შვეიცარია და ფინეთი.

მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები ყველაზე მეტად რუსეთს გაუუარესდა, - ქვეყანა 14 პოზიციით ჩამოქვეითდა და 26-ე ადგილი დაიკავა. მიზეზად გამოცემა საერთაშორისო სანქციებსა და ნავთობის ფასებს ასახელებს.

3 პოზიციით დაქვეითდა რეიტინგში იაპონიაც, რომელიც მეოთხე ადგილზეა, რის მიზეზადაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებაც სახელდება. 41-ე ადგილიდან 38-ზე გადაინაცვლა ხორვატიამაც.

გამოცემამ ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, - მაღალტექნოლოგიური განვითარება, პატენტების შექმნის აქტივობა, კვლევითი აქტივობა, პროდუქტიულობა და წარმოება.

ყველაზე ინოვაციური ეკონომიკების რეიტინგი შემდეგია:

სამხრეთ კორეა - 89 ქულა
შვედეთი - 83,9 ქულა
გერმანია - 83,6 ქულა
შვეიცარია - 83,2 ქულა
ფინაეთი - 83 ქულა
სინგაპური - 83 ქულა
იაპონია - 82 ქულა
დანია - 81,9 ქულა
ამერიკა - 81,4 ქულა
ისრაელი - 81,2 ქულა
საფრანგეთი - 80 ქულა
ავსტრია - 80 ქულა
ბელგია - 77 ქულა
ნორვეგია - 76 ქულა
ნიდერლანდები - 75 ქულა
ირლანდია - 74,5 ქულა
გაერთიანებული სამეფო - 74 ქულა
ავსტრალია - 73 ქულა

Subscribe to our news

Get the main news of the day